ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
"საქართველოს ბანკი" საშუალებას აძლევს ნებისმიერ მსურველს ისარგებლოს მომენტალური განვადებით
23/06/2011

 


პრესრელიზი

23 ივნისი, 2011
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო პირი:
სოფიო ბალავაძე
საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი
"საქართველოს ბანკი"
+995 32 444 248
+995 77 720 144
sbalavadze@bog.ge

"საქართველოს ბანკი" საშუალებას აძლევს ნებისმიერ მსურველს ისარგებლოს მომენტალური განვადებით

[Publicity.Ge]თბილისი, 23 ივნისი, 2011 - სს "საქართველოს ბანკმა", საქართველოს წამყვანმა ბანკმა, მომენტალურ განვადებაზე ახალი შეთავაზების შესახებ განაცხადა. "საქართველოს ბანკი" საშუალებას აძლევს ნებისმიერ მომხმარებელს ისარგებლოს მომენტალური განვადებით, იმის მიუხედავად ერიცხება თუ არა ხელფასი რომელიმე ბანკში. მათ კი ვინც 25 ივნისიდან 1 აგვისტომდე, ისარგებლებს "საქართველოს ბანკის" მომენტალური განვადებით გადაეცემა საჩუქარი.

"საქართველოს ბანკის" მომენტალური განვადებით სარგებლობა 200-ზე მეტ სავაჭრო ობიექტშია შესაძლებელი, როგორც თბილისში ასევე ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, თელავში, გორში, ახალციხეში, ბოლნისსა და ზესტაფონში. 

"საქართველოს ბანკის" მომენტალური განვადებით მომხმარებელს შეუძლია საყოფაცხოვრებო ტექნიკის, მობილური ტელეფონის, კომპიუტერის თუ ავეჯის შეძენა, ბანკის მომენტალური განვადების ქსელში ჩართულ სავაჭრო ობიექტებში. მომხმარებლის  ყოველთვიური შემოსავალი საკმარისია შეადგენდეს 200 ლარს. მომენტალური განვადებით სარგებლობისას, "საქართველოს ბანკი" მომხმარებელს ურჩევს განვადების ოპტიმალურ ვადას და აძლევს საშუალებას ვადაზე ადრეც დაფაროს სესხი. სურვილის შემთხვევაში, მომხმარებელს შეუძლია განვადების მენეჯერთანვე შეავსოს განაცხადი საკრედიტო ბარათებისAmerican Express Green და American Express Blue Cardის მიღებაზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ "საქართველოს ბანკის" ვებგვერდს:www.sb.ge ან დარეკეთ 2 444 444.

 

წაკითხულია: 2753